დილის ჩართვა
სტუმარი - გიორგი თოდუა
დილის გადაცემის სტუმარი - საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა.
მან "თხილის გადარჩენის პროგრამა 2019"-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოიცავს ასოციაციის შემდეგ მომსახურებებს:

• აგრო კონსულტანტის მომსახურება თითოეული ფერმერთა ჯგუფისათვის

• თვეში 2 ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება

• მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებითა და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა - 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი 200ლ)

• შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის "ფერმერთა მომსახურების ცენტრებში"

• ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები)

• ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა

• შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობ და სასაწყობე ცენტრებში

• სპეციალური "ფერმერის დღიურების" გადაცემა

• მოსავლის ხარისხის კონტროლი

• მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და გააგზავნონ ელ.ფოსტის საშუალებით მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ამავე თემაზე: 

GHGA თხილის გადარჩენის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს ®️

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო (ფოტო/ვიდეო)®️




Print