დილის ჩართვა
სტუმარი - რევაზ ჯაველიძე
დილის გადაცემის სტუმარია RDFG - ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი - რევაზ ჯაველიძე. რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოისმინეთ დილის რუბრიკაში.
1059fm · სტუმარი - რევაზ ჯაველიძე

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), USAID- ის ზრდა პროექტის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის III ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.

პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის სარეგისტრაციო ფორმა.
Print