დილის ჩართვა
სტუმარი - ანი ვირსალაძე
დილის გადაცემის სტუმარია ,, მრავალფეროვნების სკოლის'' კოორდინატორი - ანი ვირსალაძე.
1059fm · სტუმარი - ანი ვირსალაძე

მრავალფეროვნების სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო და 26 ივნისის ჩათვლით გრძელდება!

პროგრამა უფასოა და მის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდები შეისწავლიან აქტიური მოქალაქეობის, დემოკრატიისა და მრავალფეროვნების საკითხებს, პროექტების დაგეგმვასა და მართვას. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავად დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური პროექტები თავიანთ თემში ან რეგიონში.

მრავალფეროვნების სკოლას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. ეს არის პროგრამა ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ სამოქალაქო აქტივიზმი, სურთ პიროვნული განვითარება და საკუთარი იდეების განხორციელება. ელექტრონული განაცხადი და მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია განცხადებაში ან პროგრამის ვებ-გვერდზე.

“ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს თბილისში დაარსდა. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა. ირის ჯგუფი ცდილობს, თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას მრავალფეროვნების საკითხების გამოყენებით. ორგანიზაციას სურს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომ მათ აქტიური ჩართულობით წვლილი შეიტანონ თავიანთი საზოგადოების ფორმირებაში.

Print