დილის ჩართვა
სტუმარი - ლიკა კილაძე
დილის გადაცემის სტუამრია - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე.
1059fm · სტუმარი - ლიკა კილაძე

შეხვედრას, რომელსაც სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ზუგდიდის, ფოთის, ხობის, სენაკის, წალენჯიხის, მესტიის ხელმძღვანელები, წევრები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები დაესწრებიან, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე წარუძღვება.

შეხვედრის მონაწილეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანიგიგა სოფრომაძეპროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში შექმნილი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევის“ პრეზენტაციას წარუდგენს.

გზამკვლევის მიზანია გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სახელისუფლებლო სტრუქტურების მიერ შშმ პირთა მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.


Print