დილის ჩართვა
სტუმრები - ნათია სახოკია, ანა ცანავა და ციცინო შენგელია
დილის გადაცემაში სტუდიის სტუმრები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი პროექტ „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები: ნათია სახოკია, ანა ცანავა. სატელეფონი ხაზზე - ციცინო შენგელია.
მიმდინარე წლის 20 ივნისს 16:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა ზუმის საშუალებით გაიმართება დისკუსია თემაზე: „ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ზრდა -სავალდებულო გენდერული კვოტა“ სადაც მოწვეული იქნებიან: დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ადამიანის უფლებათა და საქმოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, პარლამეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. ლელა ქებურია -საქართველოს პარმანეტის წევრი, განათლების კომიტეტის წევრი. მერაბ ქვარაია - საქართველოს პარლამენტის წევრი, ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანისუფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისკომიტეტის წევრი.დეა მეტრეველი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური გაერთიანება ლელოს ქალთა საბჭოს დამფუძნებელი.

გამომსვლელები ისაუბრებენ პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით საქართველოში არსებული გამოწვევებზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების საპარლამენტო სიებში სქესობრივი დისბალანსის პრობლემებსა და იმაზე თუ რატომ არის საჭირო სავალდებულო გენდერული კვოტირება.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტ „მომავალ ლიდერთა სკოლა“  გუნდის წევრები არიან: ციცინო შენგელია, ლევან პაპავა, ნათია სახოკია, ანა ცაავა.
1059fm · სტუმრები - ნათია სახოკია, ანა ცანავა და ციცინო შენგელია



Print