დილის ჩართვა
სტუმარი - ლიკა კილაძე
დილის გადაცემის სტუმარია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე - ლიკა კილაძე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისთვის სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში არაერთ პროგრამას ახორციელებს. EDEC-მა აღნიშნულ ორ რეგიონში დააფუძნა მეწარმეთა სკოლა და ახორციელებს დუალური პროფეისული განათლების პროგრამებს.

პროგრამები პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში მიმდნარეობს, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
უფრო ვრცლად პროგრამების შესახებ მოისმინეთ დილის რუბრიკაში.
1059fm · სტუმარი - ლიკა კილაძე
Print