დილის ჩართვა
სტუმრები - ლიკა კილაძე და ეკა ჭავჭავაძე
დილის გადაცემის სტუმრები არიან ლიკა კილაძე – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და ეკა ჭავჭავაძე – მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის,,ლოგოპედი'' ხელმძღვანელი.
1059fm · სტუმრები - ლიკა კილაძე და ეკა ჭავჭავაძე

12 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში 00:09–დან 19:00–მდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ ერთად, მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

გამოკვლევები მეტყველების დარღვევათა სრულდიაგნოსტირებას გულისხმობს და ემსახურება მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენასა და მის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის დასახვას. გარდა ამისა, სპეციალისტები მშობლისათვის/პაციენტისათვის უზრუნველოფენ ინფორმაციის მიწოდებას პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებსა და საშუალებებზე.

Print