დილის ჩართვა
სტუმრები - მაკა სართანია, დავით მოსიძე, ნინი გრიგოლაია, მანანა მურღულია, ეკა დანელია
დასრულდა "მშვიდობის და განვითარების აკადემიის" მიერ გამოცხადებული კონკურსი თემაზე "მშვიდობის სიმბოლო".

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მეწარმეები, სტარტაპერები და ტრადიციული რეწვის ოსტატები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან. საბოლოო ჯამში ჟიურის მიერ გამოავლინდა სამი გამარჯვებული და "მშვიდობისა და განვითარების აკადემიამ" დაასახელა თავისი ფავორიტი საკონკურსო ნამუშევრი.

დილის გადაცემის სტუმრები საუბრობენ კონკურსზე:
1059fm · სტუმრები - მაკა სართანია, დავით მოსიძე, ნინი გრიგოლაია, მანანა მურღულია, ეკა დანელია



• 1 საპრიზო ადგილი - დავით მოსიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან - შექმნა სათამაშოების ყუთი ენგურის ხიდით და აფხაზეთის თემატიკით

• 2 საპრიზო ადგილი - ნინი გრიგოლაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან - შექმნა ჩანთა და აქსესუარები სამშვიდობო სიმბოლოებით

• 3 საპრიზო ადგილი - მანანა მურღულია სენაკის მუნიციპალიტეტიდან - თექაზე შექმნა ნახატი სამშვიდობო თემაზე

• "მშვიდობის და განვითარების აკადემიის" სპეციალური პრიზი - ეკა დანელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან - იარაღისგან შექმნა მაგიდის სანათი.

• მაკა სართანია მშვიდობის და განვითარების აკადემიის დირექტორი

Print