დილის ჩართვა
სტუმრები - გია ხასია და მაია კალანდია
დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ასოციაცია "ათინათი" ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი, დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენას აწყობს. ზუგდიდელი ფოტოგრაფის, შაქრო როგავას ფოტოებზე აღბეჭდილია ზუგდიდში, სოხუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ეროვნული მოძრაობის ლიდერების ორგანიზებით გამართული მიტინგები.

ღონისძიების დეტალებზე დილის გადაცემაში საუბრობენ გია ხასია, რადიო ათინათის დირექტორი და მაია კალანდია, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე.
1059fm · სტუმრები - გია ხასია და მაია კალანდია

გამოფენას მხარს უჭერენ კომპანიები: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, სასტუმრო "პალმ ბიჩი", მედიქალ ვორლდის ლაბორატორია, ლაზიკა კაპიტალი, სამშენებლო კომპანია "მგმ", ბენზინგასამართი სადგური "გეკო"
Print