დილის ჩართვა
სტუმრები - ივეტა როდონაია, მაკა კორკელია და თამარ გამსახურდია
დილის გადაცემის სტუმრები არიან - ივეტა როდონაია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის კოორდინატორი, მაკა კორკელია პროექტის ასისტენტი, თამარ გამსახურდია პროექტის საველე ოფიცერი.
1059fm · სტუმრები - ივეტა როდონაია, მაკა კორკელია და თამარ გამსახურდია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჰაბის ფუნქციას 2017 წლიდან ასოციაცია „ათინათს“ ერგო.


2021 წლის დასაწყისიდან კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, კონსორციუმი რომელშიც შედის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP), ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

აღნიშნულ პროექტში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის, ასევე, გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონული ქსელების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში, საქმიანობას განაგრძობენ რეგიონული ჰაბები (რომელიც პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შეიქმნა).

Print