დილის ჩართვა
სტუმარი - გურამ ოდიშარია
რამდენიმე ენაზე ნათარგმნი რომანი ,,პრეზიდენტის კატა’’ კიდევ ერთ რუმინულ ენაზე ითარგმნა, სწორედ ამ რომანზე ვრცლად და სამომავლო გეგმებზე საუბრობს გურამ ოდიშარია.
1059fm · სტუმარი - გურამ ოდიშარია

ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, გურამ ოდიშარია ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. ის საქართველოს კულტურის მინისტრი იყო 2012-2014 წლებში.

მისი ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ის ცნობილია, როგორც ომების მოწინააღმდეგე, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური, ევროპული შეხვედრების აქტიური მონაწილე, ნებისმიერი უმწვავესი, მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ დიალოგის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პოპულარიზატორი

Print