დილის ჩართვა
სტუმრები - მაია ფიფია და ქეთი გაბრავა
„დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ - ამ პროექტზე ვისაუბრეთ დილის გადაცემაში.

რადიო „ათინათის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის მონაწილეები - ხობის მუნიციპალიტეტის ერთ - ერთი ახალგაზრდული ჯგუფის, „განათლებისა და განვითარების ცენტრ თოლისკურის“ მოხალისე - ქეთი გაბრავა და ჩვენი ჟურნალისტი - მაია ფიფია.
1059fm · სტუმრები - მაია ფიფია და ქეთი გაბრავა


მათ ისაუბრეს პროექტის მიზანზე და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, ახალგაზრული ჯგუფების და ადგილობრივი არასამთავრობო და მედია საშუალებების წარმომადგენელების ერთობლივი ინიციატივებზე - მედია წიგნიერების და ახალაგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.

People in Need Georgia მიერ დაფინანსებული ერთ - ერთი ასეთი ინიციატივაა - "ერთად ვებრძოლოთ კიბერბულინგს", რომელზეც ქეთი გაბრავა გვიყვება.

პროექტი ხორციელდებოდა "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების გზით"დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მიერ , რომელსაც People in Need Georgia ახორციელებს.

Print