დილის ჩართვა
სტუმრები - ნელი რევაზიშვილი და ცოტნე იაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" გამოაცხადა 2 ახალი საგრანტო კონკურსი: "მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად" და "პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის". ზოგადად, რას მოიცავს პროგრამა და რა არის მისი მიზანი, რა შესაძლებლობებს იძლევა ის რეგიონისთვის, ვინ შეიძლება იყოს პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი, როგორია გრანტის გაცემასთან დაკავშირებული მიდგომა და საგრანტო პროგრამის თანადაფინანსების სქემა, რაში მდგომარეობს პროგრამის ინოვაციურობა? ამ თემებზე საუბრობენ "ათინათის" დილის გადაცემის სტუმრები - სასწავლო პროგრამების კომპონენტის ხელმძღვანელი - ცოტნე იაშვილი და ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი - ნელი რევაზიშვილი.
1059fm · სტუმრები - ნელი რევაზიშვილი და ცოტნე იაშვილი
Print