დილის ჩართვა
სტუმრები - მანუჩარ სამუშია და ბუბა სორდია
ზუგდიდი პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალს "კოლხი და..."- ს უმასპინძლებს.

დილის გადაცემის სტუმრები არიან ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მანუჩარ სამუშია და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას" ლოტბარი ბუბა სორდია.
1059fm · სტუმრები - მანუჩარ სამუშია და ბუბა სორდია
ჩვენმა სტუმრებმა გაიხსენეს პოლიკარპე ხუბულავა, რომლის სახელთანაც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ფოლკლორის განვითარება და შენარჩუნება.

აღნიშნული ფესტივალი 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 19:00 სთ-ზე, ხოლო 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით, 19:00 სთ-ზე დაიწყება.

დახურვის ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიმართება.

Print