დილის ჩართვა
სტუმარი - მარიამ კარკალაია
"თეგეტამ" საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვის კამპანია წამოიწყო და ალტერნატიული საგზაო ნიშნები შექმნა, რომლებიც განთავსებულია ყველა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდშიც. დილის ჩართვაში სწორედ აღნიშნული კამპანიის დეტალებზე ვისაუბრეთ. ამ გზით "თეგეტა" როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოუწოდებს
1059fm · სტუმარი - მარიამ კარკალაია
"შევქმენით 20 ახალი საგზაო ნიშანი, რომელიც მოკლე დროში ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. 20-ივე ნიშანი გამოხატავს იმ მწვავე პრობლემას, რომელიც უშუალოდ საზოგადოებამ დააფიქსირა. ამასთან, კამპანიის მიმდინარეობისას ლაივ-რეჟიმში ვატარებთ ერთგვარ გამოკითხვას და წლის ბოლომდე გამოვავლენთ კიდევ რამდენიმე მიმართულებას, რომელზეც შეიქმნება შესაბამისი საგზაო ნიშანი", - გვითხრა  თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორმა მარიამ კარკალაიამ, რომელიც დღეს "ათინათის" დილის გადაცემის სტუმარი იყო.
Print