დილის ჩართვა
სტუმრები - სალომე ადამია და ელიკო ბენდელიანი
წელს "ბერტა ფონ ზუტნერის" მშვიდობის ჯილდო ელიკო ბენდელიანს და ნათია ჭანკვეტაძეს გადაეცა.

დილის გადაცემის სტუმრები არიან ერთ- ერთი გამარჯვებული ელიკო ბენდელიანი და "ბერტა ფონ ზუტნერის" მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია.

ნათია ჭანკვეტაძემ სხვდასხვა მიზეზების გამო დილის გადაცემაში მოსვლა ვერ შეძლო, ელიკო ბენდელიანმა კი გვითხრა რომ მშვიდობის საკითხზე მომუშავე ადამიანებისთვის  ყველაზე მძიმე  და რთული პერიოდია.

,,დღეს ამ ვითარებაში, როცა მშვიდობის პრემიაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენს ირგვლივ ნამდვილად საშნილება ტრიალებს შეიძლება ითქვას სამხრეთ კავკასიაში, ასევე შავი ზღვის რეგიონში, გვაქვს ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი და აქ რაღაც დიდი კითხვის ქვეშ დგება ხოლმე ყველა ჩვენი აქტივობა შედეგიანობის საკითხი და ეს პერიოდი ჩვენთვის, მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანებისთვის ერთ - ერთი ყველაზე რთული პერიოდია, როცა ბევრი რაღაც მიდგომების გადახედვაზე ვფიქრობთ, სამწუხაროდ როცა იწყება ომი, იქ ჩვენი ადგილი ნაკლებად არის და ალბათ ეს მე პირადად მიმანიშნებს იმაზე რომ მეტი ძალისხმევა უნდა ჩავრთოთ და რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი უნდა მოვიცვათ, ვინც ამ ჩვენს იდეებს გაიზიარებს, იმისთვის რომ რაღაცნაირად მოხდეს ომების პრევენცია’’, - გვიყვება რადიო ათინათის ეთერში ელიკო ბენდელიანი.
1059fm · სტუმრები - სალომე ადამია და ელიკო ბენდელიანი







Print