დილის ჩართვა
სტუმრები - ეთო ალმასია და ხათუნა დარასელია
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში" ფარგლებში გადაღებული ფილმი "ბჟაშ ომაფე - რძის და მზის სამეფო", კონკურსის ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა "მსოფლიო გასტრონომიის რეგიონის პრეტენდენტის" კატეგორიაში.

როგორ დაიბადა ფილმის იდეა, სად მიმდინარეობდა გადაღების პროცესი და სხვა საინტერესო საკითხებზე პროექტის შესახებ გვესაუბრება დილის გადაცემის სტუმრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის უფროსი ხათუნა დარასელია და ფილმში მონაწილე ,,მსახიობი“ ეთო ალმასია.
1059fm · სტუმრები - ეთო ალმასია და ხათუნა დარასელია
ევროპის გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) ორგანიზებით მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი " Food Film Menu" ყოველწლიურად იმართება.

Print