დილის ჩართვა
სტუმრები - მზია ქარდავა, ნინო არდია და გვანცა გერგედავა
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრაზე ჩხორიის სკოლა და მისი ეკო-კლუბი ,,ფესვები“ საუკეთესო ათეულში დასახელდნენ.

როდის დაარსადა ეკო-კლუბი ,,ფესვები'', რა პროექტები განახორციელეს დღემდე და რას გეგმავენ მოსწავლეები სამომავლოდ გვესაუბრებიან დილის გადაცემის სტუმარები ჩხორიის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი მზია ქარდავა და ამავე სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეები ნინო არდია და გვანცა გერგედავა.
1059fm · სტუმრები - მზია ქარდავა, ნინო არდია და გვანცა გერგედავა
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

Print