დილის ჩართვა
სტუმარი - ხათუნა გადელია
დილის გადაცემის სტუმარია სოციალური საწარმო "მარდიანობას" გამგეობის თავმჯდომარე ხათუნა გადელია. მან ისაუბრა, თუ როგორ ჩამოყალიბდა აღნიშნული სოციალური საწარმო და რა მიზანს ემსახურება მისი საქმიანობა.

სტუმრისგან მოისმენთ პროექტზე "ჰუმანიტარული რეაგირების მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებითვის - სოციალური მეწარმეობის კომპონენტის ჩართვით და პარტიორების მობილიზაციის გზით", რომელსაც "მარდიანობის" კოლექტივი ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერით, ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით ახორციელებს.

ამასთან, დილის გადაცემიდიდან გაიგებთ, როგორია სოციალური საწარმოს უახლოესი გეგმები და როგორ ცდილობენ უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების დახმარებას, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ეკონომიკური კუთხით.
1059fm · სტუმარი - ხათუნა გადელია
Print