დილის ჩართვა
სტუმარი - მარიკა თოდუა
ეთნო სოფელი "სისატურა" ტურისზმის ეროვნული ჯილდოს ერთ - ერთი ნომინანტია. მისი დამფუძნებელი მარიკა თოდუა რადიო ,,ათინათის'' დილის გადაცემაში გვიყვება, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა, თუკი ლოკალურ ტურზე გამახვილდება ყურადღება გამარჯვების იმედი აქვს.

,,რთული ნომინაციაა წელს ჩვენთვის, არ ვიცით ჟიურის რა მხრივ ექნება კრიტერიუმები. თუკი ლოკალურ ტურზე იქნება საუბარი მაშინ ვთვლი რომ უპირატესობა გვაქვს მიუხედავად კონკურენციისა. ასევე ,,სისატურა'' 22 ნოემბერს წარმოადგენს სამეგრელოს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან იქნებიან წარმომადგენლები'', - გვითხრა მარიკამ.
1059fm · სტუმარი - მარიკა თოდუა


გასულ წელს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული ჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაში - საუკეთესო „სოფლის ტურიზმი“ გამარჯვებული ეთნოსოფელი "სისატურა" გახდა.


Print