დილის ჩართვა
სტუმარი - მარიამ ბიგვავა
დილის გადაცემის სტუმარია მარიამ ბიგვავა, რომელიც 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს სიმღერით "მჯერა". სწორედ ამ ქართულ-ინგლისურენოვან სიმღერას მოისმენთ რუბრიკის დასაწყისში. მარიამი გვიყვება მისი შექმნის პროცესსა და ვიდეორგოლზე, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩართვის ბოლოს გაჟღერდება კიდევ ერთი, მეგრულენოვანი სიმღერა - "მი რე საცოდალი", რომელიც მარიამმა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აკუსტიკის" ფარგლებში ჩაწერა.
1059fm · სტუმარი - მარიამ ბიგვავა
Print