დილის ჩართვა
სტუმარი - ჰაიატე სოტომე
თავის დროზე ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა საქართველო თენგიზ აბულაძის ფილმით გაიცნო. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი არ განელებია, ფლობს ქართულ ენას, სწავლობს და ეწევა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას.

სულ ახლახან იაპონიაში გამოიცა პირველი სამეცნიერო წიგნი ქართულ ლიტერატურაზე - "პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში".

სწორედ მისი ავტორი, ლიტერატურათმცოდნე და ქართველოლოგი, ჰაიატე სოტომე (Hayate Sotome) იყო „ათინათის“ დილის გადაცემის სტუმარი და ისაუბრა როგორც ახლად გამოცემულ წიგნზე, ასევე სამომავლო გეგმებზე და სამეგრელოში სტუმრობის მიზეზზე. სხვათა შორის, ენათმეცნიერი, ახლა მეგრულ ენას სწავლობს და ჩვენმა მსმენელებმა მის მიერ წაკითხული ლაშა გახარიას მეგრული ლექსიც მოისმინეს.
1059fm · სტუმარი - ჰაიატე სოტომე


Print