დილის ჩართვა
სტუმარი - გიორგი დათიაშვილი
„დრომ და ხელოვნებამ ერთად შეგვყარა“, - ამბობს დილის ჩართვის სტუმარი, მუსიკოსი გიორგი დათიაშვილი ხუთკაციან ბენდზე, რომელიც გახდა საფუძველი პროექტისა Monkey Business. მისი თქმით, ბენდი, რომელიც ბევრი სხვადასხვა მოტივაციის ადამიანს აერთიანებს, მუშაობს ახალ მუსიკალურ პროექტზე, სახელწოდებით - ,,მე დავბრუნდი, თანაც მარტო არა".

რადიო „ათინათის“ ეთერში მომღერალმა აღნიშნა, რომ ისინი ახლა უკვე მეექვსე სიმღერაზე მუშაობენ, რადგან ცდილობენ, მთელი ძალისხმევა, სწორედ საავტორო მუსიკაში ჩადონ.
1059fm · სტუმარი - გიორგი დათიაშვილი
გარდა ამისა, პროექტის მონაწილეები ელოდებიან ვიდეორგოლის მონტაჟის დასრულებას, რომელიც შეიქმნა მათ სიმღერაზე ,,Monkeys In The Car“.

სამომვლოდ კი საკონცერტო ტურნეების გამართვას გეგმავენ.





Print