დილის ჩართვა
სტუმრები - ანდრია ჯახაია და ნიკოლოზ შამათავა
დილის გადაცემის სტუმრები არიან ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ანდრია ჯახაია და ნიკოლოზ შამათავა, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში პირველი ადგილი მოიპოვეს.
1059fm · სტუმრები - ანდრია ჯახაია და ნიკოლოზ შამათავა
რამდენიმე დღის წინ, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემიპიონატი, სადაც ანდრია 8 წლამდე ბიჭებში I ადგილის მფლობელი გახდა,  ნიკოლოზ შამათავამ კი 16 წლამდე ჭაბუკებში მოიპოვა პირველობა.

ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ექვს ტურნირად ჩატარდა.

Print