დილის ჩართვა
სტუმარი - მიშო ლაგვილავა
რადიო ,,ათინათის'' დილის გადაცემის სტუმარია ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს ,,წიგნების თაროს’’ ერთ - ერთი გამორჩეული მონაწილე მიშო ლაგვილავა, რომელმაც პროექტში მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

მან ,,წიგნების თაროს'' X სტუდენტურ სეზონში 1 წუთში 28 სწორი პასუხი დააგროვა და ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.

,,იმ კონკრეტულ მომენტში წარმოდგენაც არ მქონდა, რომ 28 სწორი პასუხი დავაგროვე და როდესაც გამოცხადდა რომ რეკორდი გავიმეორე, მოულოდნელი იყო, ჩემი ბლიცი იყო გადამწყვეტი და ზოგადად ბლიცის თამაშიდან გამომდინარე დაახლოებითაც ვერ ვვარაუდობდი რამდენ სწორ პასუხს დავაგროვებდი, იმდენად მომენტალურად ხდებოდა ეს ყველაფერი, ახლაც ემოციების ქვეშ ვარ, რომ 28 სწორი პასუხი დავაგროვე'', - ამბობს ის.
1059fm · სტუმარი - მიშო ლაგვილავა
მიშო ლაგვილავამ ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობა 2021 წელსაც მიიღო და მაშინ 27 შეკითხვიდან 26 სწორი პასუხი გასცა.



Print