დილის ჩართვა
სტუმრები - რიმა ბერიძე და თედო ჯგუშია
2024-2025 აკადემიური წლისათვის FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს.

რა არის FLEX პროგრამის მიზანი, რა შესაძლებლობას აძლევს ის ქართველ უფროსკლასელებს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ და რა ეტაპები უნდა გაიარონ ახალგაზრდებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის, ამის შესახებ საუბრობენ დილის გადაცემის სტუმრები - პროგრამის რეკრუტერი - რიმა ბერიძე და FLEX პროგრამის კურსდამთავრებული - თედო ჯგუშია.
1059fm · 18 აგვისტო
FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.


Print