დილის ჩართვა
სტუმარი - გია ტუღუში
რადიო ,,ათინათის’’ დილის გადაცემის სტუმარია ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის შვილი გია ტუღუში.

როგორც გია ტუღუშმა დილის გადაცემში აღნიშნა, ცოტა ხანში იგეგმება აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი ნაშრომების ,,ცხოვრება და ღვაწლი მარიამ დედოფლის“, ,,ანაკლიის ისტორია’’, და ,,სამეგრელოს სამთავროს იტორია’’ წიგნებად გამოცემა.

გუშინ, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აბესალომ ტუღუშის წიგნის – „ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან“  წარდგენა გაიმართა, რომელიც შეიცავს საინტერესო მასალას ქალაქ ზუგდიდის ეტიმოლოგიის შესახებ.
1059fm · სტუმარი - გია ტუღუში


აბესალომ ტუღუშს გამოქვეყნებული აქვს 9 წიგნი, კრებულები და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე. მკვლევარი ბოლოს მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე მუშაობდა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო.

ის 2008 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

Print