დილის ჩართვა
სტუმრები - ნინი ივარდავა, ცოტნე აბსავა, ირაკლი კაკულია და ტატა ჭკადუა
რადიო ,,ათინათის” დილის გადაცემის სტუმრები არიან სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინი ივარდავა, ცოტნე აბსავა, ირაკლი კაკულია და ტატა ჭკადუა.

ისინი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ათეულში არიან.

ირაკლი კაკულია, რომელმაც გერმანიის საგარეო საქმეთა ინიციატივა "სკოლები მომავლის პარტნიორების"მიერ ინიცირებულ ვიდეო- კონკურსში გაიმარჯვა, სრული დაფინანსებით გერმანიაში გაემგზავრება ენის შემსწავლელ სამ კვირიან საზაფხულო კურსზე გაემგზავრება. ტატა ჭკადუა ასევე სრული დაფინანსებით რუმინეთის საერთაშორისო ბანაკის ერთადერთი მონაწილეა საქართველოდან. ბანაკში 40 ქვეყნის ახალგაზრდები პროექტზე" In My Room" იმუშავებენ.

დილის რუბრიკაში ახალგაზრდები გვიზიარებენ გამოცდილებას და ვრცლად საუბრობენ აღნიშული კონკურსების და ოლიმპიადის შესახებ.
1059fm · სტუმრები - - ნინი ივარდავა, ცოტნე აბსავა, ირაკლი კაკულია და ტატა ჭკადუა
Print