თბილისი და ზუგდიდი მასპინძლობენ კონკურს-ფესტივალს „ქუჯი 2026“, რომელსაც ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია „ქუჯი“ ატარებს.
ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურული დიალოგისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებას.პროექტში მონაწილეობენ ქართველი და ლატვიელი შემოქმედები. 9 ივნისს ზუგდიდში დაგეგმილია კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები, რომლებიც საქართველო-ლატვიის კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს.ფესტივალის შესახებ ვრცლად რადიო „ათინათის“ დილის გადაცემაში საუბრობენ ასოციაცია „ქუჯის“ თანადამფუძნებელი ნანა კვაშილავა, „ქუჯი 2026“-ის გამარჯვებული პოეტი გიორგი ბალახაშვილი და ლატვიაში ქართული საზოგადოების „სამშობლოს“ თავმჯდომარე იმედი კოკაია.
მასალის გამოყენების პირობები