ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
„ხელების სითბო“ - ხელოვნება ქველმოქმედებისთვის
სოხუმში საქველმოქმედო აუქციონი, სახელწოდებით: "ხელების სითბო" გაიმართა. აუქციონზე ასიდა ახუბას საკოლექციო თოჯინები და დიზაინერული კაბები გაიტანეს. ფონდი "აშანას" მიერ ორგანიზებული ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემა მიროსლავა კოლბაიას, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.

აუქციონის ჩატარების იდეა ფონდის მეგობარს, თოჯინების შემქმნელს, ასიდა ახუბას ეკუთვნის. ახალ კოლექციას, რომელიც სპეციალურად აუქციონისთვის შეიქმნა, მან "ჩიტები" დაარქვა.

ასიდა ახუბას თქმით, ახალ კოლექციაზე მუშაობა მისთვის ერთგვარი ბედნიერების თერაპია იყო.

"როდესაც ხედავ ბავშვების აღფრთოვანებულ, გაბრწყინებულ თვალებს, მიუხედევად ავადმყოფობისა, მათ გულწრფელ ღიმილს, ეს საოცარ ემოციებს იწვევს", - ამბობს ხელოვანი.

თოჯინებისთვის ტანსაცმელი ცნობილმა აფხაზმა და რუსმა შექმნეს.

"აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად მიიმართება ჩვენი მეურვეობის ქვეშ მყოფი პატარა მიროსლავა კოლბაიას სამკურნალოდ, რომელსაც მანამდე არა ერთხელ დავეხმარეთ", - ამბობს ფონდის დირექტორი მაკტინა ჯინჯოლია.

თოჯინების გარდა წარმოდგენილი იყო საღამოს კაბები, რომლებიც პროექტის მონაწილე დიზაინერებმა დაამზადეს.

"საქველმოქმედო აუქციონზე ყელსაბამი შევიძინე. პირველად ვმონაწილეობ მსგავს ღონისძიებაში. მართლაც ძალიან მიხარია, რომ მსგავსი რამ იმართება ჩვენს ქვეყანაში. ვისურვებდი, რომ ეს იყოს კეთილის საქმე დასაწყისი, და მსგავსი აუქციონები უფრო ხშირად გაიმართოს", - აღნიშნა აუქციონის სტუმარმა.

აუქციონზე გატანილი 12 ლოტიდან 11 გაიყიდა. საერთო ჯამში საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსულმა თანხამ 260 000 ათასი რუბლი შეადგინა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print