ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსი და საგანგებო მდგომარეობა
აფხაზეთში კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტს საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები ჩაიკეტა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირთათვის.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.  დაწესებული რეგულაციების თანახმად იკრძალება მიტინგების, მასობრივი, კულტურული და საზეიმო, მათ შორის ქორწილების, ასევე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. შეჩერებულია სატრენაჟორო დარბაზების, სტომატოლოგიური კლინიკების,  რესტორნების და კვების სხვა ობიექტების ფუნქციონირება.

ამავე რეგულაციებით, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გამონაკლისს წარმოადგენს ტაქსი.  სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მინისტრთა კაბინეტმა ჩამოაყალიბა ოპერატიული შტაბი, რომელიც უკვე ერთი კვირაა მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას მიმდინარე სიტუაციის შესახებ. „ამ ეტაპზე რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა, გასული დღეს - ღამის განმავლობაში გამოიკვლიეს 9 ადამიანი, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა 5 - მა ადამიანმა. ისინი გამოიკვლიეს, მათ მწვავე რესპირატორული დაავადებები დაუდგინდა, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავდმყოფოში ჯერ არავინ შეუყვანიათ“, - განაცხადა ვალერი ბგანბამ.

მისივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელზეც ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 - მდე ზარი შევიდა. ბგანბამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, დაიცვან საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესები და საჭიროების გარეშე არ გავიდნენ სახლებიდან.

29 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით აფხაზეთში შეჩერებულია სასტუმროებსა და სანატორიუმების დაჯავშნა, ტურისტული ჯგუფების მიღება და ექსკურსიების ჩატარება.

დღესდღეობით, სასტუმროებში, რომლებიც ჩვეულებრივ, მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობენ ტურისტებს, მხოლოდ 18 ადამიანია დაბინავებული, რომლებსაც ჯავშნის გახანგრძლივების უფლება არ ექნებათ.

„ამ ეტაპზე სასტუმროებსა და პანსიონატებში 400 ადგილია მომზადებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნდებიან, მათ შორის, ყველაზე მეტი - 217 ნომერი, სოხუმის საკარანტინო ზონაშია, რომელიც სასტუმრო „აიტარშია“ მოწყობილი. მთავრობა  საკარანატინო პუნქტების აფხაზეთის ყველა რაიონში მოწყობას გეგმავს,  - თქვა ბგანბამ.

სოხუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კან კვარჩიამ მოქალაქეებსა და რესპუბლიკის მცხოვრებლებს მოუწოდა დაიცვან ყველა ზომა, იზრუნონ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ყველაზე მთავარია თვითიზოლაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პანიკისკენ მოგიწოდებთ, პანიკას არ უნდა ავყვეთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ“  - განაცხადა მან.

მისი თქმით, მთავრობაში აცნობიერებენ, რომ სამედიცინო და ეკონომიკური რესურსი აფხაზეთში შეზღუდულია, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, რომელმაც შესაძლოა წლევანდელი საკურორტო სეზონიც ჩაშალოს. თუმცა, ამავე განცხადებით, ახლა მათთვის მთავარია, რისკების მაქსიმალურად შემცირება და შეძლებისდაგვარად ინფექციის გავრცელების პრევენცია და შეკავება.

საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში 28 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
17 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.