ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიის პირობებში აფხაზეთში წარმოებული მარწყვი ექსპორტზე გაიტანეს (ფოტო/აუდიო)
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ფერმერმა და მეწარმემ ბატალ ავიძბამ შეუფერხებლად მოახერხა პროდუქციის წარმოება და რეალიზება.
1059fm · ბატალ ავიძბას კომენტარი
მის მეურნეობაში, რომელიც დრანდაში, 14 ჰექტარზეა განთავსებული, მარწყვის სათბურებია მოწყობილი, სადაც დღეში 2500 კგ - მდე კენკრას კრეფენ.

„ადრე ბულგარული წიწაკა მოგვყავდა, პომიდორი სხვადასხვა ჯიშის. ამ ყველაფერს ვაკეთებდით და შიდა ბაზარს ვამარაგებდით, მაგრამ, რაკი რუსულ ბაზარზე გვინდოდა გასვლა, სწორედ მარწყვი აღმოჩნდა მოთხოვნადი თემა, შეიძლება ითქვას, ვიპ პროდუქტი, და ჩვენი ამოცანაა, ასე თუ ისე, აფხაზეთის რეკლამირება. ნელ - ნელა ვახერხებთ კიდეც ამას“, - ამბობს ბატალ ავიძბა.

მარწყვი, რომელსაც ახლა კრეფენ, 8 თვის წინ დარგეს. გვიან შემოდგომაზე დანარჩენ 8 ჰექტარზე გაშენებული კენკრის მოსავალს მოიწევენ. წელს რუსეთის ბაზარზე 120 ტონამდე მაღალი ხარისხის პროდუქტი გაიტანეს, შარშან ამ დროს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13 ტონას შეადგენდა.
1059fm · ბატალ ავიძბა სამომავლო გეგმებზე
"ვგეგმავთ, კიდევ 200 ტონა გავიტანოთ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ვფიქრობ, შევძლებთ ამის გაკეთებას. მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. სულ 14 ჰექტარზეა ჩვენი სათბურები განთავსებული და მომავალი წლისთვის, ამ ფართობის 30 ჰექტრამდე გაზრდას ვგეგმავთ, თუ ჩვენი ტერიტორია გავაფართოვეთ, არა მარტო რუსეთის სამხრეთზე, ციმბირზეც გვაქვს გათვლა“, - ამბობს მეწარმე.

დრანდაში წარმოებული მარწყვი ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. სოხუმის სავაჭრო ობიექტების დახლებზე წელს უკვე გამოჩნდა კოხტა ყუთები, წარწერით: "აფხაზეთი". მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს, გემოვნური თვისებებისა და ხარისხის გამო.
1059fm · მოსახლეობის აზრი ადგილობრივი წარმოების მარწყვზე
ამ ეტაპზე ბატალ ავიძბას სასათბურე მეურნეობაში ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქამებული, რომელიც სხვადასხვა სამუშაოს სეზონურად ასრულებს. პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, წარმოების გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც გეგმავს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print