ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში და მისი გავლენა ეკონომიკაზე 
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ აკრძალულია რუსეთთან საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაბრუნებულმა მოქალაქეებმა 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

თუმცა, მანამდე, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.15 ივნისიდან  ნებადართულია მასობრივ - კულტურული და საზეიმო ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების ჩატარება, ასევე მუშაობა განაახლეს სპორტულმა დარბაზებმა, სპა და მასაჟის სალონებმა, საუნებმა, სტომატოლოგიურმა კაბინეტებმა, რესტორნებმა და კვების ობიექტებმა. მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადიან ტანსაცმლის და სასურსათო ბაზრობები.

მინისტრთა კაბინეტში გამართულ თათბირზე, სადაც მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განიხილეს, პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე საკარანტინო ზომების გახანგრძლივება აუცილებელი და გამართლებული ზომაა.

"ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან, დღეის მდგომარეობით, საზღვარს ვერ გავხსნით, სწორედ მათ რეკომენდაციებს ვეყრდნობით, როდესაც ქვეყნის შიგნით ვატარებთ აღნიშნულ ღონისძიებებს", - თქვა ანქვამბა.
1059fm · ალექსანდრე ანქვაბის განცხადება
მისი ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, შესაბამის შემოწმებას გადიან, და მთავრობა ყველას ზომას მიმართავს, რადგან არ დაუშვან რესპუბლიკის ფარგლებში ინფექციის ფართოდ გავრცელება.

შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ შეზღუდვები უარყოფითად აისახება ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე, განსაკუთრებით, ტურიზმზე, თუმცა, გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, ჯერ  ნაადრევია საკურორტო სეზონის გახსნაზე საუბარი, ამ ეტაპზე ასევე აკრძალულია სასტუმროებისა და სანატორიუმების დაჯავშნა.

„ტურიზმი კოლოსალურ ზარალს განიცდის, მაგრამ, მოგების მიღების სურვილის გამო, რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ ადამიანების ჯანმრთელობა“, - თქვა ანქვაბმა.

მან დასძინა, რომ არსებობს იმის საშიშროება იმისა, რომ საბიუჯეტო სფეროს მუშაკებმა, ივნის-ივლისში ხელფასიც ვერ მიიღონ.
1059fm · ანქვაბი კრიზისზე
„ბიუჯეტის შემოსულობებმა ბოლო 5 თვის განმავლობაში გადააჭარბა გეგმიურ მაჩვენებლებს 98 % - ით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივნისშიც ასე იქნება, ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესადაც იყოს. არ გაშინებთ, ეს რეალობაა, რადგან აკრძალვებმა და ეკონომიკის შეჩერებამ სერიოზული ზარალი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყნის ბიუჯეტს“, - განმარტა მან.

ნეგატიური პროგნოზის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პოზიტიური და იმედისმომცემი აღმოჩნდა საზღვაო სეზონის გახსნა. აფხაზეთში ოფიციალურად 1 ივნისიდან დაიწყო.

ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას თქმით, ზღვის წყალი ყველა ნორმას აკმაყოფილებს, ხოლო წყალში ცურვა, კოვიდ-19 გავრცელების თვალსაზრისით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
1059fm · ალა ბელიაევა
"ჯერ არ არსებობს მონაცემები კორონავირუსის იმ ტიპის შესახებ, რომელიც ზღვის წყლით გადაეცემა. ამიტომ, ვთვლი, რომ წყალში ცურვა საფრთხეს არ წარმოადგენს", - ამბობს სპეციალისტი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.














Print