ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
Covid-19: აფხაზი სტუდენტები მზარდი პანდემიის პირობებში 
19 ნოემბრის მონაცემებით, აფხაზეთში  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 5200 - ს გადააჭარბა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, კიდევ ერთი, 65 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

Covid 19 - ის შემთხვევათა მკვეთრი ზრდის ფონზე, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი გრძელდება, თუმცა, ლექციები შეზღუდული გრაფიკით ტარდება. აფხაზეთის უნივერსიტეტის ერთ - ერთი კათედრის დოცენტის ირინა აგრბას თქმით, პანდემიის გამო, ნორმალური პირობები, სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შორის ნორმალური კომუნიკაციისთვის ამ ეტაპზე არ აქვთ. თუმცა, 17 ნოემბერს, აუდიტორიაში, მოკრძალებულად, მაგრამ მაინც აღინიშნა სტუდენტთა საერთაშორისო დღე.
სტუდენტების ნაწილი თვლის, რომ დისტანციური სწავლის რეჟიმი, უარყოფითად აისახა მათ ცხოვრებაზე.

"სერიოზული ცვლილებები მოხდა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ძალიან რთული აღმოჩნდა ადაპტირება, ჩვენ ვერ ვესწრებოდით ლექციებს და ხდებოდა ონლაინ სწავლებაზე გადაწყობა, რაც რთული იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე ლექტორებისთვის. რა თქმა უნდა იყო პრობლემები ინოვაციური ტექნოლოგიის ათვისებასთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მისვლა და ლექციებზე დასწრება. იზოლაციის დროს მე გამიჭირდა მასალის სრულყოფილად ათვისება, ახლა უკვე კვირაში ორჯერ დავდივართ და ვესწრებით მეცადინეობებს, ეს პრიორიტეტულია ჩემთვის", - ამბობს აფხაზი სტუდენტი ასტანდა კიუტი. ახალგაზრდების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ დისტანციურ სწავლებას გარკვეული უპირატესობებიც აქვს.

"დადებითი მხარეც აქვს ამას, კვირაში ორჯერ გვიწევს უნივერსიტეტში მისვლა, სახლში სამუშაოდ გაცილებით მეტი დრო გვრჩება, რა თქმა უნდა, მინუსიც ბევრია, მოკლებულები ვართ ლექტორებთან, თანაკურსელებთან უშუალო ურთიერთობას, იმედი მაქვს ეს ყველაფერი მალე დასრულდება, და დავუბრუნდებით სწავლის ტრადიციულ, კლასიკურ მეთოდს", - ამბობს მესამეკურსელი თამარა ჩაჩბა.
არიან ისეთებიც, ვისაც, გარკვეული ფობიები გაუჩნდა  ვირუსის გავრცელების გამო.

"ახლა პანდემიის დროს, ბევრი აკრძალვაა დაწესებული, რომელთა გამო, ჩვენ უნივერსიტეტში ვერ ვიკრიბებით, ზოგიერთ სტუდენტს დაინფიცირების ეშინია და თავს იკავებს მოსვლისგან, ასეთს ბევრს ვიცნობ, ისინი გარეთაც არ გადიან", - ყვება მაგისტრანტი დიმიტრი დიაბა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები იმედს არ კარგავენ, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

"პანდემიაა, ბევრი ვერ მოდის, ვიღაცამ უკვე გადაიტანა დაავადება, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ აუდიტორიაში მუშაობას, სტუდენტობა საუკეთესო ხანაა და ამ უნივერსიტეტის კედლებში, იყო და მალე ისევ იქნება სრულყოფილი სტუდენტური ცხოვრება", - დარწმუნებულია ისტორიის ფაკულტეტის დეკანი ალიკ გაბელია.
20 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 24 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი მიიღებს.

ცახნაკიას პროგნოზით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კარანტინი იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ასევე, მოსალოდნელია სხვა რეგულაციების გამკაცრებაც.

დამატებითი შეზღუდვები, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, აფხაზეთში 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ამოქმედდა. ამ რეგულაციების თანახმად, რესპუბლიკაში იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, კულტურული და საგამოფენო ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, არ მოქმედებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობა.

შეზღუდვები მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ სამედიცინო პირბადეები, დაიცვან ჰიგიენის შესაბამისი ნორმები და სოციალური დისტანცია.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.