ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვირუსის ახალი ტალღის არ გვეშინია - სოხუმში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან (ფოტო/აუდიო)
სოხუმმა პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა. ამ ეტაპზე მოქმედებენ სკოლები და ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და კოლეჯები. გახსნილია რესტორნები და გასართობი ცენტრები. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი უკვე ემზადებიან ახალის ტურისტული სეზონისთვის.

ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიჟბას პროგნოზით წელს აფხაზეთის კურორტებს დაახლოებით მილიონნახევარი ტურისტი ესტუმრება, ძირითადად, რუსეთიდან.
1059fm · თეიმურაზ ხიჟბა
"დღეს იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრები დაკეტილია, აფხაზეთში თვისობრივად სხვა ტურისტი ჩამოვა, ეს უნდა გვესმოდეს, ვფიქრობ, რომ ეს წელი გავლენას მოახდენს მთლიანად აფხაზეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე და დადებითად აისახება მასზე", - ამტკიცებს ის.

ოპტიმისტურადაა განწყობილი ქალაქის ერთ-ერთი კაფეს მფლობელიც. მისი თქმით, ისინი მზად არიან ტურისტების დიდი ნაკადის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
1059fm · რესტორნის მეპატრონე
"ჩვენ უკვე შევიძინეთ სანიტაიზერები, რეცირკულატორები, სველი ხელსახოცები. რუსები უკვე შეეჩვივნენ ნიღბების ტარებას და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას", - ამბობს ის.

ტურიზმის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთიდან ტურისტების შემოდინება ახალ ეპიდაფეთქებას არ გამოიწვევს. ვაქცინაციის დაწყებას კი ადგილობრივი ხელისუფლება, მრავალჯერ დაანონსების მიუხედავად, ჯერ არ გეგმავს.
1059fm · სასტუმროს მფლობელი
"მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის 90 %-ს უკვე არ ეშინია ვირუსის გავრცელების, პირველი აფეთქება ჩვენ უკვე გადავიტანეთ, ვიცით, რომ ახლა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია და ჩვენთან კი, ძირითადად, რუსეთიდან შემოვლენ ტურისტები, ასე რომ, შედარებით მშვიდად ვართ", - ამბობს სოხუმს ერთ - ერთი სასტუმრო სახლის მფლობელი ალიასი.

უფრო იმაზე ღელავს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ქვეყანაში შემსვლელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოსთხოვოს. სასტუმროს მეპატრონეს თავად უწევს ადლერის აეროპორტიდან და სადგურიდან სტუმრების წამოყვანა.
1059fm · სასტუმროს მფლობელი ვაქცინაციაზე
ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგ აუცილებლად აიცრება.

სოხუმის ქუჩებში ამ თემაზე საუბარი არ სურთ, გამოკითხულთა ნაწილს საერთო ვინც კომენტარი გააკეთა, ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გაიკეთებს თუ არა ვაქცინას. ზოგი თვლის, რომ არასაკმარისი ინფორმაციაა ვაქცინის შესახებ, ზოგ დანარჩენებს კი სოციალურ ქსელში ანტივაქსერული ხასიათის ინფორმაცია აშინებთ.

- არ აკეთებენ ჯერ აფხაზეთში და მადლობა ღმერთს, არ ვიცი, ავიცრები თუ არა, თითქოს ამბობენ, რომ ეს შველის, და აუცილებლად უნდა გავიკეთოთ, მაგრამ ინტერნეტში სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია კითხულობ. ძალიან ბევრია გვერდითი მოვლენები. ამიტომ, ვფიქრობ, დავიცადო, სანამ ნორმალურ ვაქცინას გამოიგონებენ, რომელსაც არ ექნება გვერდითი მოვლენები. მაშინ ალბათ ვიქნები ამის მომხრე.
1059fm · სოხუმის მკვიდრი

- თითქმის 60 წლის ვარ და ცხოვრებაში არც ერთხელ არ გამიკეთებია აცრა. როგორ ფიქრობთ, დავთანხმდები კოვიდი საწინააღმდეგო ვაქცინას? რა თქმა უნდა - არა!
1059fm · 60 წლის ქალი

კომენტარებს ვაქცინაციის დაწყების შესახებ არც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. უწყებაში ჯერ არ იციან, თუ როდის მიიღებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას. მანამდე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე დააანონსა ვაქცინაციის დაწყების თარიღი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print