ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა აფხაზეთში ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ

ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. მედიკოსები თვლიან, რომ ეპიდვითარება საქტემბრის უქმეების შემდეგ გაუარესდა.

ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეები არ იცავდნენ რეგულაციებს, რესტორნებში კი აკრძალვის მიუხედავად, კორპორატიული წვეულებები იმართებოდა.
1059fm · ედუარდ ბუთბა
"ყველგან იმართება საზეიმო ღონისძიებები, ქორწილები. ჩვენმა მოქალაქეებმა მიატოვეს ნიღბების ტარება, ისინი არ იცავენ სოციალურ დისტანციას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში", - განაცხადა მან.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შენელდა ვაქცინაციის ტემპები. ედუარდ ბუთბას განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსული „სპუტნიკ V-ის" მარაგი ამოიწურა და მოსახლეობის აცრა "სპუტნიკ ლაითით" გაგრძელდა. სამინისტროს წარამომადგენელი თვლის, რომ მოქალაქეები ამ პრეპარატს ნაკლებად ენდობიან.
1059fm · დღის განმავლობაში საშუალოდ 25 ადამიანი იცრება - ბუთბა
"დღის განმავლობაში მხოლოდ 25 ადამიანი იცრება, ხელისუფლების მიერ ჩატარებული პროპაგანდის მიუხედავად. სამწუხაროდ, ანტიპროპაგანდა მიმდინარეობს და მედიკოსებს შორის არის შემთხვევები, როდესაც ისინი არ იცრებიან და როგორც ჩანს, ასეთ მომენტებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს", - ამბობს ედუარდ ბუთბა.

სოხუმში მოწყობილი რუსული სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი აბდულმეჯიდ მაგამედოვი, რომელიც პანდემიის განმავლობაში უკვე მეორედ ჩადის სოხუმში, ამბობს რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო.
1059fm · აბდულმეჯიდ მაგამედოვი
"თუკი მაშინ დღე - ღამეში ჟანგბადის 100 – 115 ბალონი იხარჯებოდა, წელს, სადღაც 260 – 280 ბალონი გვჭირდება, 40 - ლიტრიანი", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კოვიდ კლნიკების ჟანგბადით მომარაგებას, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პროცესი აფხაზეთში 2021 წლის შემოდგომიდან მოგვარდა და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ყველა საავადმყოფო უზრუნველყოფილია ჟანგბადით.
1059fm · როლანდ გამისონია
"რეზერვი გვაქვს სფტი-ში (სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი ავტ.) 20 ტონა, ეს 2 ათასი ბალონია, გუდაუთის საავადმყოფოში არის 10 ათასი ტონა, ეს - ათასი ბალონია, უახლოეს დროში მივიღებთ მორიგ პარტიას რუსეთიდან, რასაც შეუფერხებლად გვაწვდიან, - ამბობს მომარაგების განყოფილების უფროსი როლანდ გამისონია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უფრო დიდ პრობლემას კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული პრეპარატების შეძენა წარმოადგენს. მათი შესყიდვა რუსულ ბაზარზე ხდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი შოვნა იქაც ვერ ხერხდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print