რეგიონი
25 აგვისტოდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ
ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება, მოცემული ვითარების მიხედვით მტკიცდება. რეგულაციის მიღებამდე მას შევისწავლით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს მან. საბჭოს ყველა სხდომაზე ეპიდსიტუაცია დეტალურად განიხილება და ხდება იმ ზომების შემოღება, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში არის შესაძლებელი და ეფექტური", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციისთვის, დღემდე კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.

Print