რეგიონი
ასოციაცია „ათინათში“ პროგრამის EPIC-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

პროგრამის, "მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის

ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" (EPIC) ფარგლებში, ასოციაცია „ათინათში“ შეხვედრა გაიმართა. მას წალენჯიცხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, საერთაშორისო ორგანიზაცია „Action Against Hunger“ პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი და ასოციაცია ,,ათინათის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა დაესწრნენ.

შეხვედრაზე თამარ ნასყიდაშვილმა AAH პროგრამის ფარგლებში დასაქმების და მეწარმეობის მეთოდოლოგიაზე, ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„პროექტის ფარგლებში წარმატებულად განხორციელდა სამეწარმეო და დასაქმების პროგრამა. რომლის მიზანია მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის გაზრდა, მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით. პროგრამას უკვე აქვს ხელშესახები შედეგები: პროექტის ფარგლებში 23-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა 5 თვიანი მეწარმეობის პროგრამა და დაეუფლა მეწარმესათვის აუცილებელ უნარ- ჩვევებს. 6 მონაწილეს კი ბიზნეს იდეა დაუფინანსდა და ახლო მომავალში ეს 6 სტარტაფ ბიზნესი განხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა თამარ ნასყიდაშვილმა.

წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა მხარი დაუჭიროს პროექტის აქტივობების განხორციელებას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში მსგავსი პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „Action Against Hunger“ და ასოციაცია „ათინათი“, გერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებას ხელს უწყობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).




 

Print
თეგები: EPIC / შეხვედრა /