თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
სამეგრელოში წარმოებული პროდუქცია ევროპაში - ლოკოკინების ფერმა სამეგრელოში
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა ფუნქციონირებს. ის "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში აშენდა. პროდუქცია უკვე გავიდა საექსპორტოდ ევროპაში. როგორ ვითარდება საწარმო, რა იგეგმება სამომავლოდ, ამ თემებზე საუბრობს "ნადი გრუპის" დამფუძნებელი მერაბ ნადარაია.

გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".

Print