აქტუალური თემები
აშშ-ს საელჩო - საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ ოჯახში დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. საელჩო მომხდარის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს და დასძენს, რომ ქვეყანამ ევროპატლანტიკურ გზაზე უკან დაიხია.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე'', -  ნათქვანია საელჩოს განცხადებაში.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ კაბინეტში დღეს დილით დააკავა. დაკავებულია ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი.
Print