გადაცემები
უნარები დასაქმებისა და თანაშრომლობისთვის - მუშაობაზე დაფუძნებული პროფესიული განათლება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORs) სამეგრელოს, გურიასა და აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლებისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. რას გულისხმობს პროექტის კომპონენტი, რომელიც მუშაობაზე დაფუძნებულ პროფესიულ განათლებას ეხება, რა კეთდება პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა, სტარტაპების შექმნისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

ამ თემებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) თამარ ღლონტი და პროექტის კოორდინატორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი - ნუკი ჩხიკვაძე.
გადაცემა მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" ფარგლებში. რადიოგადაცემა მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და ის არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
Print