გადაცემები
სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში
რადიო "ათინათისა" და ასოციაცია "დეას" ერთობლივ გადაცემაში ვსაუბრობთ პროექტზე, რომელიც სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მის მიმართულებებზე, იმაზე, თუ რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში, მათ შორის, კვლევაზე და მის შედეგად გამოკვეთილ პრიორიტეტებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. 

სტუდიის სტუმრები არიან: პროექტის კოორდინატორი - ლიკა გეგეჭკორი; პროექტის ოფიცერი - ნინო თოდუა.

სატელეფონო ჩართვა: ასოციაცია "დეას" დირექტორი - მადონა ხარებავა.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" ახორციელებს.
Print