გადაცემები
სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში - პროექტის შუალედური შედეგების შეჯამება
გადაცემაში ვსაუბრობთ პროექტზე - "სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში". კერძოდ, რა მიზანს ემსახურება პროექტი, რომელიც ზუგდიდის, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, რა არის მისი ამოცანები, რას მოიცავდა პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების საქმიანობა, როგორია პროექტის შუალედური შედეგები და რა იგეგმება სამომავლოდ.

სტუდიის სტუმრები არიან პროექტის კოორდინატორი - ლიკა გეგეჭკორი; პროექტის ოფიცერი - ნინი თოდუა.

სატელეფონო ჩართვა - ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორი - მადონა ხარებავა.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" ახორციელებს.
Print