გადაცემები
სტარტაპები და მათი განვითარების ხელშეწყობა
ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის სად შეიძლება მოახდინოს საკუთარი იდეის რეალიზება, როგორ მოიპოვოს დაფინანსება ან გამოიყენოს ტექნოლოგიები თავის სასარგებლოდ, ამასთან კი აწარმოოს და შექმნას ინოვაციური პროდუქტი.

ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას ნიშნავს სტარტაპი, რა უნარები გვჭირდება პროდუქტზე მუშაობის დასაწყებად და რა მნიშვნელობის მატარებელია ბაზრის ანალიზი.

გადაცემის სტუმრები არიან: ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი- ანუკი ასათიანი და პირველი ქართული რობოტი "თამადას" შემქმნელი გიგი გამსახურდია.
1059fm · სტარტაპები და მათი განვითარების ხელშეწყობა
გადაცემის წამყვანი: სოფიო ხუციშვილი, თანაწამყვანები - ნინო ჯაკონია და ლიზი ქირია.

გადაცემა მომზადებულია USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამეგრელოში პარტრნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია ,,ათინათი’’.

Print