გადაცემები
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სამეგრელოსა და აფხაზეთში - CHCA-ის პროექტი
გადაცემაში ვსაუბრობთ პროექტზე - "კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გენდერულად თანასწორი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა", რომელიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთის" (CHCA) მიერ განხორციელდა.

სტუდიის სტუმრებმა: ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა მერი ბიწაძემ და პროექტის ბენეფიციარმა სალომე ქარდავამ ისაუბრეს პროექტის დაწყებამდე ჩატარებულ კვლევაზე, პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრებზე. ასევე მიმოიხილეს CHCA-ის სამოქმედო გეგმები.
პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება სამეგრელოსა და აფხაზეთში.
Print