გადაცემები
მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში
გადაცემაში ვსაუბრობთ პროექტზე: "მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი პროგრამებისა და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით", რომელსაც ასოციაცია "დეა" ახორციელებს.

რა მიზნებს ისახავს პროექტი, რა ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდ რეგიონის სამიზნე ჯგუფების ჩართულობით, - ამ თემებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: პროექტის კოორდინატორი - ლალი გამისონია, პროექტის ოფიცერი - ნინი თოდუა და ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა (სატელეფონო ჩართვა).
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა" ახორციელებს.

Print