გადაცემები
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამეგრელოში - პროექტის შედეგების შეჯამება
გადაცემაში ვაჯამებთ ასოციაცია “დეას” მიერ სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, ფოთსა და წალენჯიხაში განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი პროგრამების და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით.

სტუდიის სტუმრებმა, პროექტის კოორდინატორმა - ნინი თოდუამ, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა - ირაკლი სამუშიამ და ასოციაცია "დეას" აღმასრულებელმა დირექტორმა - მადონა ხარებავამ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა და რა შედეგს ელოდებიან სამომავლოდ.


Print