ახალი ამბები
დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ ტრანსპორტსა და კლინიკებშია სავალდებულო

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ დარგის ექსპერტებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"შეიძლება თქვას, რომ კოვიდვითარება დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს 51 ახალი შემთხვევა გვქონდა. ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდი ვითარებაა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები. დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებში. ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაივალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი.








 

Print