ახალი ამბები
ქართული ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორისაა - CNN
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. კერძის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტყემალი ტრადიციულ წვნიანს უფრო გემრიელ არომატს სძენს.


„ამ ტრადიციულ წვნიანს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია, ტყემალი უფრო მსუბუქ და გემრიელ არომატს ანიჭებს. მისი სიმჟავე აბალანსებს ცხიმიანი საქონლის ხორცსა და დაფქულ ნიგოზს. კერძს არომატს სანელებლები აძლევს, რომელთა შორისაა ხმელი სუნელი, ქინძი, ქონდარი, ცერეცო, შავი პილპილი და სხვა...”, - წერს CNN.

ქართული ხარჩო საუკეთესო წვნიანებს შორის საპატიო ადგილს ფრანგულ, პროტუგალიურ, ბრაზილიურ, იაპონიურ, მექსიკურ და სხვა ქვეყნების კერძებს შორის იკავებს. 

Print
თეგები: CNN / წვნიანი / ხარჩო /