ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 4 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ყველა მათგანი რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გარდაცვლილებიდან 1 ხობის მკვიდრი იყო, ხოლო დანარჩენები აბაშიდან იყვნენ. მათი ასაკი 65-დან 87 წლამდე მერყეობს.

რეგიონში დღის განმავლობაში 261 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Print